„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ნიდერლანდელ სპეციალისტს სჯერა, რომ მის გუნდს შეუძლია ნახევარფინალში გასვლა, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ მისია ძალიან რთულია:
„არსებობს რწმენა, რომ ხვალ განსაკუთრებული რაღაცების გაკეთება შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან განსაკუთრებულები უნდა ვიყოთ, რადგან ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ ვთამაშობთ, რაც მისიას უფრო ართულებს. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
რა თქმა უნდა, ვიცით, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად განსაკუთრებული თამაში გვჭირდება, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია, თუ ევროპის ჩემპიონს 0:2-ით უპირისპირდები.
პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენს ამოცანაზე, რომელიც აგრესიულად თამაშის დაწყებას გულისხმობს, რათა უზრუნველვყოთ, რომ მატჩში დავბრუნდეთ და ამის გაკეთების საუკეთესო გზა, რა თქმა უნდა, პირველი გოლის გატანაა. დიახ, ვიცი, რომ ისინიც პირველი გოლის გატანას ეცდებიან, მაგრამ ჩვენც ამას ვეცდებით.
რიო ნგუმოას შეუძლია ამ ტიპის თამაშთან გამკლავება თავისი პიროვნების გამო, ის ყოველთვის კონცენტრირებულია. ყველამ, ვინც მის ისტორიას უკეთ იცნობს, იცის, რომ მას მრავალი წლის განმავლობაში დიდი მოლოდინი ჰქონდა და ყოველთვის ახერხებდა ფეხბურთზე ფოკუსირებას“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა პარიზელებმა საკუთარ მოედანზე 2:0 მოიგეს.







