ფეხბურთი

20:59 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

სობოსლაი: "ქამბექის სრულიად მჯერა, ვიცი, რა შეგვიძლია და როგორი მენტალიტეტი გვაქვს"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა დომინიკ სობოსლაიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

უნგრელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ქამბექის სჯერა და „ენფილდზე“ ყველაფერი შესაძლებელია:

„შესაძლოა, ჩემსა და გულშემატკივრებს შორის გაუგებრობა მოხდა. ეს ცუდი გაგებით არ მიგულისხმია. ცხადია, ვიცი, რას ნიშნავს გულშემატკივრები ამ კლუბისთვის და რას ნიშნავს ეს კლუბი გულშემატკივრებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის. თუ ეს გაუგებრობაა, მაშინ ბოდიშს ვიხდი.

სრულიად მჯერა ქამბექის. ვიცი, რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორი მოთამაშეები გვყავს, როგორი მენტალიტეტი გვაქვს და ეს ბევრჯერ ვაჩვენეთ. შეიძლება არა ყოველთვის, მაგრამ ბევრჯერ და ეს არის ის, რაც ხვალ გვჭირდება. „ენფილდი“ ხვალ დიდ გავლენას მოახდენს.

ეს ამ და გასულ სეზონებშიც ბევრჯერ ვნახეთ... ვიცით, როგორია ლივერპულში ყოფნა ამ გულშემატკივრებთან ერთად „ენფილდზე“. ჩვენ აღარ გვჭირდება მოტივაცია“, - თქვა სობოსლაიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა პარიზელებმა საკუთარ მოედანზე 2:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095233