„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მაროკოელმა მცველმა ხაზი გაუსვა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნონ:
„მზად უნდა ვიყოთ. ის ფაქტი, რომ დასვენება გვქონდა, ხვალინდელი მატჩის წინ კარგია. არ უნდა ვიდარდოთ იმაზე, თუ ვინ არის ფავორიტი. ჩემპიონთა ლიგაზე, ამ დონეზე, ყოველთვის 50-50%-ზეა. მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ვიცით, რომ „ლივერპული“ ძალიან ძლიერი მეტოქეა. როგორც პირველ მატჩში, თუმცა შესაძლოა სახლში უფრო მეტადაც კი.
ვფიქრობ, გასულ წელთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ მეტი თავდაჯერებულობა გვაქვს. ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და ვიცით, როგორ ვმართოთ ამ ტიპის მატჩები.
ვიცით, რომ ხვალ ატმოსფერო წარმოუდგენელი იქნება. ჩვენც გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც ყველა რთულ სიტუაციაში გვიჭერენ მხარს. ყველა დეტალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ეს სეზონის გადამწყვეტი მომენტია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ერთმანეთისთვის ბევრი ვიშრომოთ.
არ ვიცი, შეცვალა თუ არა ლუის ენრიკემ ჩემი კარიერა, მაგრამ მან შეცვალა ის, თუ როგორ აღვიქვამდი მანამდე ფულბექის პოზიციას. ძალიან ბედნიერი ვარ. მან ფეხბურთის თამაშის განსხვავებული სტილი გვაჩვენა. ამას ჩემს თამაშშიც ხედავთ და ნუნუ მენდეშის თამაშშიც“, - თქვა ჰაკიმიმ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა პარიზელებმა საკუთარ მოედანზე 2:0 მოიგეს.







