ფეხბურთი

22:49 | 13.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შეიძლება წამში გადაწყდეს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფლიკისთვის მთავარია მისი გუნდის თამაშის ხარისხი და არა შედეგი. ამიტომ, ფეხბურთელებისგან სწორედ კარგ და გუნდურ თამაშს ითხოვს:

„მაქვს განცდა, რომ ეს პირველი მატჩისგან განსხვავებული თამაში იქნება. ქამბექი შეგვიძლია. ვფიქრობ, ლამინმა ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან კმაყოფილი ვარ მისით. მან ის უნდა გააკეთოს, რაც საუკეთესოდ გამოსდის: ერთი-ერთზე თამაში.

ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, შესანიშნავი მოთამაშეებით დაკომპლექტებულს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ყველა ასპექტში სოლიდურები უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები. უნდა გავამახვილოთ ყურადღება კარგი თამაშის ჩვენებაზე და არა იმდენად შედეგზე. გუნდურად უნდა ვითამაშოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ინდივიდუალური შესრულება არ მაინტერესებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შეიძლება წამში გადაწყდეს. პირველ მატჩში იყო ყვითელი ბარათი, ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართება. ხვალ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მენტალიტეტს და განწყობას. უნდა დავიჯეროთ, გუნდი სწორ გზაზეა. გავი? ის კარგადაა, თამაში შეუძლია. დე იონგმაც შეიძლება ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშოს“, - აღნიშნა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. დიეგო სიმეონეს გუნდს პირველი შეხვედრა სტუმრად 2:0 აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16095