ფეხბურთი

0:03 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "გუნდზე ვფიქრობ და არა მსაჯებზე"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ფეხბურთელებთან დამატებითი საუბარი არ სჭირდება, რადგან მათ კარგად იციან, მოედანზე რა უნდა გააკეთონ:

„გუნდზე ვფიქრობ და არა მსაჯებზე. მათ ძალიან რთული მატჩი ელით. დარწმუნებულები ვართ იმაში, რაც გვჭირდება. ვითამაშებთ იმ თამაშს, რომელიც გვჭირდება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ყველაფერი, რასაც წარმოვიდგენთ, მხოლოდ ფანტაზიაა. მჯერა, რომ გუნდი რეაგირებას მოახდენს და ვენდობით იმას, რაც გვინდა. სახლში ვთამაშობთ, მაგრამ ამის გამო საკუთარ თავზე ზეწოლას არ მოვახდენთ.

საუბარი საჭირო არ არის, ფეხბურთელებმა უკვე იციან, რა გვჭირდება. რობინი ყოველ მატჩში უმჯობესდება. კლემანს დიდი გამოცდილება აქვს, მან იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიცით, ვის წინააღმდეგაც გველის თამაში, ვიცით მათი ძლიერი მხარეები. მაგრამ ასევე ვიცით ჩვენი მიზანი: ნახევარფინალში გასვლა. ისე ვემზადებით, როგორც ყველა მატჩისთვის, მას შემდეგ, რაც აქ ვმუშაობ“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. დიეგო სიმეონეს გუნდს პირველი შეხვედრა სტუმრად 2:0 აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092076