საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის II დივიზიონის ფინალში მონტენეგროს ნაკრებთან მარცხი განიცადა.
თუმცა, ამ შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა - ორივე ფინალისტს მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზური ისედაც მოპოვებული ჰქონდა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა მონტენეგროსთან ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ, 17:19 დამარცხდა.
საქართველომ მალტაში ჩატარებულ ტურნირზე პირველი მატჩი თურქეთთან წააგო, შემდეგ ბრაზილიას, სლოვენიას, თურქეთს, უკრაინას და გერმანიას აჯობა. სწორედ ასე შეძლო ფინალში გასვლა და მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება.
მსოფლიო თასზე, რომელიც 22-26 ივლისს, ავსტრალიაში გაიმართება, საქართველოს, საბერძნეთის, ხორვატიის, იტალიის, მონტენეგროს, ესპანეთის, უნგრეთისა და მასპინძელი ავსტრალიის ნაკრებები ითამაშებენ.







