ფეხბურთი

11:40 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს კეირუში ზედიზედ მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატზე იმუშავებს

განის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიელი სპეციალისტი კარლოს კეირუში გაწვრთნის.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ იოაჰიმ ლიოვის შესახებ აქტიურად წერდნენ და თითქოს, გერმანელს უნდა ჩაებარებინა აფრიკული ნაკრები, მუნდიალზე 72 წლის პორტუგალიელი უხელმძღვანელებს.

კეირუშმა ოტო ადო შეცვალა, რომელიც მარტში გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში წაგების შემდეგ დაითხოვეს.

კარლოს კეირუში ზედიზედ მეხუთედ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე. მან 2010 წელს პორტუგალიის ნაკრებს უხელმძღვანელა, 2014, 2018 და 2022 წლებში კი ირანის ნაკრებს.

განა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პანამას, ინგლისს და ხორვატიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17782