ფეხბურთი

0:51 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" ამოისუნთქა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტური ფლორენციაში დასრულდა, სადაც „ფიორენტინამ“ „ლაციო“ დაამარცხა და ელიტაში დარჩენისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ფიორენტინამ“ სეზონი კატასტროფულად ჩაატარა, დიდი ხანი გასავარდნ ზონაშიც იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოუმატა და გავარდნის საფრთხეს ნელ-ნელა თავიდან ირიდებს.

„ფიორენტინა“ უმოტივაციო „ლაციოსთან“ 28-ე წუთზე რობინ გოზენსის გოლით დაწინაურდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „იებმა“ 1:0 მოიგეს.

შედეგად, „ფიორენტინამ“ 35 ქულა დააგროვა, მე-15 ადგილზე აინაცვლა და გასავარდნ ზონას უკვე 8 ქულით დასცილდა, კერძოდ, „ლეჩეს“, რომელსაც მომდევნო ტურში ესტუმრება. „ლაციო“ 44 ქულით მეცხრე ადგილზეა, მაურიციო სარის გუნდის ერთადერთი საზრუნავი მიმდინარე სეზონში იტალიის თასია, სადაც ნახევარფინალშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162452