ფეხბურთი

13:37 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეში: "წესები ყველასთვის განსხვავებულია, უმჯობესია, მსაჯზე არ ვილაპარაკო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში „ლიდს იუნაიტედთან“ მარცხის (1:2) შემდეგ მსაჯზე ძალიან გაბრაზებული იყო.

როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, წესები ყველასთვის განსხვავებულია:

„მსაჯზე არ ვსაუბრობ, რადგან თუ მსაჯზე ვისაუბრებ, დიდ პრობლემებში აღმოვჩნდები. წესები ყველასთვის განსხვავებულია, ყველასთვის სხვადასხვაგვარად გამოიყენება. ყვითელ ბარათებში განსხვავებას თავადაც ხედავთ, უმჯობესია, არაფერი ვთქვა“, - აღნიშნა ბრუნომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მარცხის მიუხედავად, 55 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა წესით არ გაუჭირდება. კერიკის გუნდი მომდევნო ტურში „ჩელსის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159898