„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა „ლიდსთან“ მარცხის (1:2) შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „წითელ ეშმაკებს“ ლისანდრო მარტინესი გაუძევეს, რაც კერიკის აზრით, შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იყო:
„ხედავთ, რომ ზედიზედ მეორე თამაშია ჩვენს წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილებები. ლიხას გაძევება შოკისმომგვრელია! ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მინახავს“, - თქვა კერიკმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მარცხის მიუხედავად, 55 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა წესით არ გაუჭირდება. კერიკის გუნდი მომდევნო ტურში „ჩელსის“ ესტუმრება.





