ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ ზაფხულში კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს.
კომოლის განცხადებით, „იუვეს“ სატრანსფერო ამბიციები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე არ იქნება დამოკიდებული:
„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ამბიციური იქნება, იმის მიუხედავად, გავალთ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე. „იუვენტუსი“ კარგ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის გარეშეც იზიდავს. ვლაჰოვიჩის კონტრაქტი? სეზონის ბოლოს განვიხილავთ, გეგმას არ ვცვლით“, - თქვა კომოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე 60 ქულით მეოთხე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „კომოს“ ორი ქულით უსწრებს, ხოლო „რომას“ - სამით. თავის მხრივ, „მილანს“, რომელიც მესამეა, ასევე სამი ქულით ჩამორჩება.





