ჩეხეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „პარდუბიცემ“ „სიგმა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ლუკა ხარატიშვილმა პენალტი მოიგერია.
მატჩის შემდეგ ქართველი მეკარე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან ტრუსილამ შეაქო, რომელიც პირველ ტაიმში მისი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
„პირველი ტაიმი ნამდვილად სამარცხვინო იყო, შესვენებაზე 10 ფეხბურთელს შევცვლიდი, უფლება რომ მქონოდა. ალბათ, ბუცები უკუღმა გვეცვა. მთელი 45 წუთის განმავლობაში „სიგმას“ მხოლოდ ლუკა ხარატიშვილი ეთამაშებოდა. მხოლოდ მისი წყალობით დავრჩით თამაშში და შანსი მოგვეცა, გამარჯვებისთვის გვებრძოლა და გულშემატკივრებისთვის ჩვენი თავი გვეჩვენებინა“, - თქვა ტრუსილამ.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ხარატიშვილს ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 თამაში აქვს ჩატარებული და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა, დარტყმების 70.6% კი მოიგერია.
„პარდუბიცე“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 19 აპრილს, „პლზენს“ ესტუმრება.







