ფეხბურთი

14:56 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" რაფაელ ლეაოს გაყიდვას გეგმავს

„მილანმა“ 2026 წლის ზაფხულში რაფაელ ლეაოს შესაძლო გაყიდვის შესაძლებლობა გახსნა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იტყობინება.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი 26 წლის პორტუგალიელს არასტაბილური სეზონის შემდეგ ხელშეუხებლად აღარ მიიჩნევს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გულშემატკივრებმა ფეხბურთელი „უდინეზესთან“ მატჩის დროს უსტვენდნე. თავად ფეხბურთელი კი მარტის დასაწყისიდან გოლის გარეშეა.

მიუხედავად იმისა, რომ ლეაოს კონტრაქტი „მილანთან“ 2028 წლამდეა გათვლილი და მასში 175 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი თანხაც შედის, კლუბში იციან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე ამ თანხის გადახდას დათანხმდეს. ამიტომ, „როსონერი“ მზადაა განიხილოს დაახლოებით 50 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებები, რაც დამოკიდებულია ბაზარზე და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლეაოს თამაშზე.

ლეაოს მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე წამყვანი კლუბი იჩენს, მათ შორის „ჩელსი“, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“, ხოლო ამ ეტაპზე ყველაზე სავარაუდო ვარიანტი „მანჩესტერ იუნაიტედია“.

მიმდინარე სეზონში ლეაომ ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.153911