ფეხბურთი

15:30 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა პორტუგალიელ ფეხბურთელებში პრემიერლიგის რეკორდსმენია

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსი“ დამაჯერებლად დაამარცხა (3:0).

ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო „სიტის“ ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ, რომლისთვისაც ეს მატჩი ინგლისის პრემიერლიგაში 297-ე იყო.

ამგვარად, 31 წლის ბერნარდო პრემიერლიგაში პორტუგალიელი ფეხბურთელის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა და ლუიშ ბოა მორტეს გაუსწრო, რომელმაც პრემიერლიგაში 296 მატჩი ჩაატარა. კრიშტიანუ რონალდუ ამ რეიტინგში მესამე ადგილზეა - 236 მატჩი.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091964