„პარი სენ-ჟერმენმა“ თითქმის 11 თვის წინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ კლუბში თანამშრომლებს ამ წარმატების გამო ახლაც აფასებენ.
როგორც ფრანგული მედია იტყობინება, პარიზული კლუბის მენეჯმენტმა გადაწყვიტა დააჯილდოვოს თავისი თანამშრომლები, აღიარებს რა, მათ გუნდის წარმატების განუყოფელ ნაწილად.
„ინტერთან“ გასული წლის 31 მაისს გამართულ ფინალზე პსჟ-მ მიუნხენში დაპატიჟა 700-მდე თანამშრომელი, რომლებსაც სრულად აუნაზღაურეს მგზავრობის ხარჯები და მათ პსჟ-ს ისტორიული წარმატება სტადიონიდან ნახეს.
2025 წლის განმავლობაში თითოეულმა თანამშრომელმა მიიღო 4.500 ევროს ოდენობის პრემია, რომელსაც 2026 წლის მარტში 640 ევროს ოდენობის ბონუსიც დაემატა. ასე რომ, პსჟ-ში თანამშრომლებმა პრემიის სახით ჯამში 5000 ევროზე მეტი მიიღეს.
„ეს წარმატებები თქვენია. თითოეული თქვენგანის ყოველდღიური ერთგულების შედეგია“, - თქვა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორიანო მელერომ.
უნდა ითქვას, რომ გასულ სეზონში მიღწეული წარმატებებით, რომელიც მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებით არ შემოიფარგლება, პსჟ-მ 837 მილიონი ევროს მოგება მიიღო.







