ფეხბურთი

19:36 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია იბრაჰიმოვიჩის რეკორდს უტევს

ხვიჩა კვარაცხელიას შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანოს ერთ კონკრეტულ სეზონში.

პარიზული გუნდისთვის რეკორდი დღემდე ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგია, რომელმაც 2013-2014 წლების სეზონში 10 გოლი გაიტანა, მაგრამ პსჟ ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. შვედის ასეთი შედეგიანობა იმ სეზონში იმანაც განაპირობა, რომ ბრიუსელის „ანდერლეხტს“ ერთ მატჩში ოთხი გოლი გაუტანა.

კვარას აქტივში ამჟამად 8 გოლია, მაგრამ მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი წინ აქვს, შესაძლოა - ნახევარფინალებიც. ხვიჩამ გაიმეორა უსმან დემბელეს, ედინსონ კავანისა და კილიან მბაპეს შედეგი, რომლებმაც ერთ სეზონში პსჟ-ს მაისურით 8-8 გოლი გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში 13 გოლი აქვს გატანილი: ორი „ნაპოლიში“, სამი გასულ სეზონში, ხოლო რვა - მიმდინარე სეზონში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168592