ანდონი ირაოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბორნმუთს“ დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მხარეები თანამშრომლობის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ და 43 წლის ესპანელი ზაფხულიდან ახალ სამსახურს მოძებნის.
ირაოლა „ბორნმუთში“ 2023 წლიდან მუშაობს და წარმატებითაც. მანამდე ბასკი სპეციალისტი „აეკ ლარნაკას“, „მირანდესის“ და „რაიო ვალეკანოს“ მწვრთნელი იყო.





