ფეხბურთი

21:19 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერმა ყველა დროის საუკეთესო მეკარისა და კონტრაქტის საკითხზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა როგორც თავისი კონტრაქტის შესახებ, ისე ყველა დროის საუკეთესო მეკარის საკითხზე.

„კონტრაქტის განახლება? რაც უფრო მალე, მით უკეთესი იქნება, მინდა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ეს ტიტულებზე არ არის დამოკიდებული. პირადად მე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება, მაგრამ მალე მივიღებ. შემდეგ კი კლუბთან მოლაპარაკებები გაიმართება.

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე? ძნელი სათქმელია, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ეპოქაზე ვსაუბრობთ. ბოლო რამდენიმე ათწლეულიდან სულ მცირე ათი ასეთია. შმეიხელი, კანი, კასილიასი, ბუფონი და კურტუა - ნამდვილად იყვნენ ძალიან, ძალიან კარგი მეკარეები. ძნელი სათქმელია, ვინ არის საუკეთესო“, - თქვა ნოიერმა.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ მხარეებს თანამშრომლობის ერთი წლით განახლება სურთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.068496