ფეხბურთი

22:20 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯუდ ბელინგემი: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს ფინალია"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ჯუდ ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ინგლისელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რადგან ეს ფინალის ტოლფასი თამაშია:

„არ გვინდა, რომ მაისში არცერთი ტიტულისთვის არ ვიბრძოდეთ. ჩემთვის, ტრავმების გამო ისედაც იმედგამაცრუებელი სეზონი იყო. ტრავმების შემდეგ ფსიქოლოგიურად დაბრუნება რთულია.

მიუნხენში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ხვალ ფინალია. დიახ, ფიასკო იქნება, თუ მომდევნო ეტაპზე ვერ გავალთ. ხალხი ამბობდა, რომ მუდმივად კლუბებში დავდივარ, ბევრს ვსვამ, რაც უნდა თქვან, ეს ხუმრობაა - სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ჭორი დადიოდა, რომელიც უბრალოდ სიმართლე არაა.

მუსიალა? მინდა, რომ ის კარგად თამაშობდეს. ძალიან მიხარია, რომ ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ისევ თამაშობს“, - თქვა ბელინგემმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. გერმანულმა გუნდმა პირველი შეხვედრა ესპანეთში 2:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094651