ხავიერ მასკერანომ „ინტერ მაიამის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მასკერანომ გუნდი პირადი მიზეზებით დატოვა. სხვა დეტალები უცნობია.
ხავიერ მასკერანო „ინტერ მაიამის“ 2024 წლიდან წვრთნიდა და გუნდს შარშან MLS ისტორიაში პირველად მოაგებინა. მანამდე ახალგაზრდა სპეციალისტი არგენტინის 20-წლამდელთა და 23-წლამდე ნაკრებებს ავარჯიშებდა.







