ფეხბურთი

23:25 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "რეალის" ისტორია ასეთი გამოწვევების გადალახვაზეა აგებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც არბელოამ აღნიშნა, „რეალის“ გამარჯვება სასწაული არ იქნება და დარწმუნებული არიან, რომ მიუნხენში მიზნის მიღწევა შეუძლიათ.

„რეალის“ ფეხბურთელები ასეთ ატმოსფეროში ყოველთვის ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, ამიტომ მზად ვართ. ვიცით, რომ ეს ფანტასტიკური სტადიონი და ატმოსფეროა.

„რეალის“ ისტორია ხვალინდელი დღის მსგავსი რთული გამოწვევების გადალახვაზეა აგებული. გუნდის ყველა მოთამაშე თვლის, რომ ხვალ დავაქამბექებთ. ხვალ გამარჯვება სასწაული არ იქნებოდა. პირველ მატჩში ნოიერი იყო საუკეთესო და არავის გაუკვირდებოდა, თუ ამ თამაშს მოვიგებდით. შესაბამისად, რატომ იქნებოდა ხვალ გამარჯვება სასწაული?“, - განაცხადა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. გერმანულმა გუნდმა პირველი შეხვედრა ესპანეთში 2:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168262