ფეხბურთი

1:20 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" მოიგო, მაგრამ გავარდა: "ატლეტიკო" ნახევარფინალშია

„ბარსელონამ“ ყველაფერი გააკეთა „ატლეტიკოსთან“ ქამბექისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

პირველ მატჩში შინ წაგება (0:2) ჰანსი ფლიკს ძვირად დაუჯდა. მადრიდში, „ბარსამ“ შესანიშნავად დაიწყო და თითქოს, ქამბექსაც შეძლებდა, რადგან დიდ უპირატესობას ფლობდა, ორჯერაც გაიტანა.

მეოთხე წუთზე ლამინ იამალმა გახსნა ანგარიში, შემდეგ ფერან ტორესმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. იყო კიდევ რამდენიმე მომენტი, მაგრამ „ატლეტიკო“ ხუან მუსომ იხსნა. სამაგიეროდ, 31-ე წუთზე მადრიდელებმა შეამცირეს სხვაობა - სწრაფი კონტრშეტევა გოლით ადემოლა ლუკმენმა დაასრულა - 1:2.

რა თქმა უნდა, „ბარსელონამ“ სცადა მესამე გოლის გატანა, მაგრამ მეტი არ გამოუვიდა. 79-ე წუთზე ერიკ გარსიაც გააძევეს და რიცხობრივ უპირატესობაში „როხიბლანკოს“ მიზნის მიღწევა გაუადვილდა.

საბოლოოდ, „ატლეტიკო“ შინ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო და ნახევარფინალში „არსენალს“ ან „სპორტინგს“ შეხვდება. „ბარსელონა“ ისევ ნაადრევად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.

სხვათა შორის, 2014, 2016 და 2026 წლებში „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აჯობა - სამჯერ.

„ატლეტიკო“ – „ბარსელონა“ 1:2 (1:2) - ორი მატჩის ჯამში: 3:2

გოლები: 0:1 იამალი (4), 0:2 ტორესი (24), 1:2 ლუკმენი (31)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103324