„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან არ დაასახელა, თუ ვისთან თამაში ურჩევნია ნახევარფინალში - „ბაიერნთან“ თუ „რეალთან“:
„უკვე არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ კარგი მენტალიტეტი გვაქვს და რომ ძალიან კარგი, ძლიერი გუნდი ვართ. ასე უნდა გავაგრძელოთ. „ენფილდზე“ „ლივერპულის“ დამარცხება ადვილი არ არის და ეს შევძელით, ამიტომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის. ერთად ბევრი დიდი რამის გაკეთება შეგვიძლია.
"ბაიერნი“ თუ „რეალი“? ჩვენ უპირატესობას არავის ვანიჭებთ. ვნახოთ, ვისთან ვითამაშებთ. მაქსიმალურად მოვემზადებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეტოქეს შევხვდებით“, - აღნიშნა ხვიჩამ.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 13 შეხვედრაში 8 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.







