„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, გაუმართლათ, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურეს.
„ძალიან კარგი გამარჯვება იყო. ვფიქრობ, რომ ორი მატჩის შემდეგ, ჩვენ დავიმსახურეთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმით, რაც პირველ ტაიმში გავაკეთეთ. ვცდილობდით თამაშის კონტროლს მეტოქის ნახევარზე თამაშით და ეს, ჩემთვის, მატჩის საუკეთესო მომენტი იყო. მეორე ტაიმში ძალიან რთული იყო, რადგან ბევრ რისკზე წავედით და ყველაფერი გართულდა.
ვეცადეთ კონტრშეტევებზე გვეთამაშა. ყველაზე მეტად რაც ამ გუნდით ვამაყობ, არის ის მენტალიტეტი, რომელიც ვნახეთ, ის მენტალიტეტი, რომელიც გულშემატკივრებს ამ ლეგენდარულ სტადიონზე ვაჩვენეთ. როდესაც ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას ხედავ, ეს წარმოუდგენელია. ძალიან გვიხარია მათთვის და მოუთმენლად ველით მეტოქეს ნახევარფინალში, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, სახლში, ლუდს დავლევ და „ბაიერნი“ – „რეალის“ თამაშს ვუყურებ.
„არ ვიცი ვართ თუ არა უფრო ძლიერები, ვიდრე გასულ სეზონში. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ სიამოვნებას მანიჭებს იმის ცოდნა, რომ ჩემი გუნდი ამ დონეზე თამაშობს მოწინააღმდეგისა და სტადიონის მიუხედავად. შეიძლება წავაგოთ, მაგრამ ყოველთვის ამ დონეზე ვართ.
ზედიზედ მესამედ ნახევარფინალში? რეცეპტი ნათელია: იღბალი საჭიროა. ამ მატჩში გაგვიმართლა, რომ გოლი არ გავუშვით, „ლივერპულმა“ გოლი დაიმსახურა. ასევე ნამდვილი სიამოვნებაა ამ ფეხბურთელების ყოლა, ამ კლუბში ყოფნა. ძალიან გვიხარია, რომ ასეთი მატჩებით სიამოვნებას ვიღებთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ ან მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.







