ფეხბურთი

10:11 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ყველა იმედგაცრუებულია, თუმცა ეს არის ფეხბურთი"

კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ატლეტიკოსთან" ორი მატჩის ჯამში (2:3) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. "ბლაუგრანას" გერმანელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, მარცხის მიუხედავად მისი ფეხბურთელები ქებას იმსახურებენ, რადგან მათ მინდორზე ყველაფერი გაიღეს.

"ყველა იმედგაცრუებულია, ვიცი, რომ ეს ძალიან მძიმე მარცხი იყო, თუმცა ეს არის ცხოვრება და ეს არის ფეხბურთი, სადაც ყველაფერი ხდება. კარგად დავიწყეთ და შესანიშნავი ტაიმი ჩავატარეთ. ვთვლი, რომ გაცილებით მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ საპასუხოდ აქეთ მივიღეთ. მარცხის მიუხედავად ფეხბურთელები შექებას იმსახურებენ, მათ ყველაფერი გაიღეს მოედანზე. მათში ყველაზე მეტად დამოკიდებულება მომეწონა და ეს დასაფასებელია.

მარცხისგან ბევრი უნდა ვისწავლოთ და განვითარება გავაგრძელოთ, ახლა მთავარი მიზანი ლა ლიგის მოგებაა, არ აქვს მნიშვნელობა როდის გავხდებით ჩემპიონები მთავარია მოვიგოთ. დღეს ყველას სჯეროდა, რომ ქამბექი შეგვეძლო, თუმცა არ გამოგვივიდა, მაგრამ თავი მაღლა უნდა ავწიოთ და დარჩენილ შეხვედრებში მენტალიტეტი ვაჩვენოთ", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "არსენალსა" და "სპორტინგს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091625