"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. "მერსისაიდული" კლუბი მეოთხედფინალში "პარი სენ-ჟერმენთან" ორი მატჩის ჯამში (0:4) დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
"ვფიქრობ დღეს იმაზე მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ. ასევე შეიძლება ითქვას ერთი წინა შეხვედრაზე, სადაც გაცილებით მეტი გოლი უნდა გაგვეშვა, მაგრამ გაგვიმართლა. დღეს თამაში კარგად დავიწყეთ და გარკვეული მომენტებიც შევქმენით, თუმცა დასკვნით ფაზაში გვიჭირდა. ჩვენი ეს პრობლემა მიმდინარე სეზონში არაერთ მატჩი გამოჩნდა. მოთამაშეებს დიდი მადლობა უნდა გადავუხადო იმ შრომისთვის, რაც გასწიეს. ასევე დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც საჭირო დროს საჭირო მუხტს და ენერგიას გვაძლევდნენ.
პენალტის მომენტი? თუ ჩვენს თამაშებს გადავხედავთ ამ სეზონში ეს გადაწყვეტილება მე პირადად საერთოდ არ მიკვირს, რადგან არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ პრემიერლიგაშიც მსაჯები გადაწყვეტილებებს ჩვენს საწინააღმდეგოდ იღებენ.
ეკიტიკეს მდგომარეობა ერთი შეხედვით რთულია, ის კარგად არ გამოიყურებოდა, თუმცა სამედიცინო კვლევის პასუხებს უნდა დაველოდოთ. შეცვლიდან მალევე ის სახლში წავიდა და სხვა დეტალები არ ვიცი. სამწუხაროა, განსაკუთრებით მისთვის, რადგან ტრავმის მიღება არავის სურს", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნსა" და "რეალს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.







