ფეხბურთი

12:19 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია: "არ ვიცი მსაჯებს "ბარსელონას" მოგების ასე რატომ ეშინიათ"

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა რაფინიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მსაჯები მკაცრად გააკრიტიკა. ბრაზილიელის თქმით, ორივე მატჩში მსაჯებმა შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინეს.

"არ ვიცი ასე რატომ ეშინიათ მსაჯებს "ბარსელონას" მოგების. მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, თუმც ის რაც მოხდა არ შეიძლება. "ატლეტიკოს" ფეხბურთელები გამუდმებით ჯარიმდებოდნენ, მაგრამ მსაჯს ამაზე რეაგირება არ ჰქონია და ერთი ყვითელი ბარათიც არ უჩვენებიათ. გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ ასე დასრულდა.

ადამიანური შეცდომების მესმის, მაგრამ ზედიზედ ორ მატჩში? ვფიქრობ ორივე მატჩში გაგვძარცვეს. რაც ნამდვილად მინდა გავიგო, არის მათი კრიტერიუმები, როცა საქმე "ბარსელონას" ეხება", - განაცხადა რაფინიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, UEFA მსგავსი განცხადების გამო რაფინიას სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკომ" ორი მატჩის ჯამში "ბარსელონა" 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე "არსენალსა" და "სპორტინგს" შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168827