ფეხბურთი

12:55 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe: "ეკიტიკე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მისთვის სეზონი დასრულებულია"

"ლივერპულის" 23 წლის ფრანგი თავდამსხმელის უგო ეკიტიკესთვის სეზონი დასრულებულია და ის მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს. ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ეკიტიკემ მარჯვენა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მინიმუმ 7-9 თვემდე უქმობა მოუწევს. აქედან გამომდინარე ახალგაზრდა ფეხბურთელის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაც პრაქტიკულად გამოირიცხა.

ჯერჯერობით, ოფიციალურად სამედიცინო დასკვნა არ გავრცელებულა, მაგრამ ტრავმის სიმძიმეზე "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმაც გაამახვილა ყურადღება:

"ვფიქრობ ყველამ დავინახეთ, რომ მისი მდგომარეობა ცუდი იყო, ის კარგად არ გამოიყურებოდა, თუმცა სამედიცინო კვლევის პასუხებს უნდა დაველოდოთ", - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ უგო ეკიტიკემ ტრავმა "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩში მიიღო. ის მოედანზე ყოველგვარი კონტაქტის გარეშე დაეცა და ცალსახად დიდ ტკივილს გრძნობდა, ფრანგმა ფეხბურთელმა მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162652