„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, აჩვენეს, რომ ყველაფრის გაკეთება და ერთად ბევრი რამის მიღწევა შეუძლიათ:
„ბედნიერები ვართ, შედეგი კარგია. ატმოსფერო საოცარი იყო. და ბედნიერები ვართ, რომ ნახევარფინალში ვართ. ფინალამდე მხოლოდ ორი თამაში დარჩა. კმაყოფილები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ ახლა უფრო რთული იქნება. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
ბევრჯერ ვაჩვენეთ, რომ კარგი მენტალიტეტი გვაქვს და ძალიან კარგი გუნდი ვართ, ამიტომ ასე უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ, „ენფილდზე“ „ლივერპულის“ დამარცხება ადვილი არ არის და ჩვენ ეს შევძელით. ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და ვფიქრობ, ერთად ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია.
დემბელეს თამაში? არაფრის თქმა არ არის საჭირო, თქვენ თვითონაც ნახეთ — ის საოცარი ფეხბურთელია. ის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია და კიდევ არაერთხელ შეუძლია მისი მოგება. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდშია.
ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება ნახევარფინალში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ნახევარფინალი. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის მოვემზადებით. დიახ, რა თქმა უნდა, ვუყურებ „ბაიერნი“ – „რეალის“ თამაშს.
„ლივერპულთან“ რომ გაგვიჭირდა, ეს ნორმალურია, რადგან მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. ისინი შეტევაზე გადმოვიდოდნენ, რადგან 0:2-ს აგებდნენ. ვიცოდით, რომ ძლიერად შეუტევდნენ და ყველაფრისთვის მზად ვიყავით.
ზედიზედ მესამე ნახევარფინალი პსჟ-სთვის? ბედნიერები ვართ და ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. როგორც ბევრჯერ ვთქვი, კონცენტრირებულები უნდა დავრჩეთ, რადგან ახლა უფრო რთულია. გამარჯვებული ფინალში გავა და ყველას სურს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება. ამ ორ თამაშში მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 13 შეხვედრაში 8 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.







