„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ ზაფხულში ახალი ფეხბურთელების დასამატებლად ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდებათ.
ნიდერლანდელი არ დაკონკრეტებულა რომელ ფეხბურთელებს უპირებს გასხვისებას კლუბი, მაგრამ ფაქტია, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (0:2) შემდეგ მან ამის შესახებ ისაუბრა:
„ვნახოთ, შევძლებთ თუ არა, ახალი ფეხბურთელების დამატებას ზაფხულში რამდენიმე კარგი ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ. ახალი მოთამაშეების შესაძენად უნდა გავყიდოთ. მაგრამ სალაჰს და რობერტსონს უფასოდ დავკარგავთ, ეს უკვე მოხდა ტრენტთან. როგორც იცით, ჩვენ ვართ კლუბი, რომელსაც დახარჯული ფულის ანაზღაურება სჭირდება, რომ ხელახლა დახარჯოს.
უნდა შევცვალოთ ისინი, ვინც მიდიან, მაგრამ ამ კლუბმა არაერთხელ აჩვენა, რომ ეს მოდელი მუშაობს და ამ მოდელით შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ასევე ვამაყობ, რომ ამ კლუბისთვის ვმუშაობ და ჩვენი მოდელით ვმუშაობ, ეს კარგი გზაა წარმატების მისაღწევად.
გასულ ზაფხულს 10-11 ფეხბურთელის გაყიდვა მოგვიწია, რომ 5-6 ფეხბურთელი დაგვემატებინა, ეს კიდევ ერთი გამოწვევა იქნება ამ ზაფხულს“, - თქვა სლოტმა.







