ინგლისელი შემტევი ენტონი გორდონი, რომელიც ამჟამად "ნიუკასლის" ღირსებას იცავს, „მიუნხენის ბაიერნის“ ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული გრანდი მზადაა ფეხბურთელში 55 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადოს.
Talksport-ის ცნობით, „ბაიერნისა" და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა ჯერჯერობით სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
23 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და „ნიუკასლის“ შეტევაში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი სისწრაფე, ტექნიკა და აგრესიული თამაში „ბაიერნის“ ინტერესის მთავარი მიზეზებია.
ცნობისთვის, გორდონი "ნიუკასლის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. ინგლისელმა მიმდინარე სეზონში 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 17 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





