ფეხბურთი

16:54 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "დანებება ვარიანტი არ არის, "ბარსელონას" იქ დავაბრუნებთ, სადაც მისი ადგილია"

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნას გამოეხმაურა.

როგორც ესპანელი ვარსკვლავი სოციალურ ქსელში წერს, დანებებას არ აპირებენ და „ბარსელონას“ იქ დააბრუნებენ, სადაც ამ კლუბის ადგილია:

„ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს მხოლოდ გზის ნაწილია: მწვერვალის მისაღწევად იქ ასვლაა საჭირო და ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება და არც ისინი გაგვიადვილებენ ამას. თუმცა, დანებება არ არის ვარიანტი. ჩვენ საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს, რომ დავიჯეროთ. ყოველი შეცდომა გაკვეთილია და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თითოეულისგან ვისწავლით.

ჩვენ „ბარსა“ ვართ და იქ დავბრუნდებით, სადაც ჩვენი ადგილია. მშობლებმა მასწავლეს, რომ კაცის სიტყვა ყოველთვის სრულდება... და ჩვენ ამას „ბარსელონაში“ გავაკეთებთ“, - წერს იამალი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ 2:1 სძლია, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120423