მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, რაღაც მაგიური განცდა აქვს და ძალიან ძლიერი გუნდი („ბარსელონა“) დაამარცხეს:
„რაღაც მაგიურს ვგრძნობ... აქ 14 წელია ვარ და დღემდე ემოციურად ვარ... ჩემს მოთამაშეებს მადლობა გადავუხადე.
იცნობთ „ბარსელონას“ და მათ ხარისხს? იცით, ვინ გამოვთიშეთ? როგორ თამაშობენ, რა სისწრაფით გამოირჩევიან... ვერ ვიჯერებდი, რას ვუყურებდი მატჩის დაწყებისას. მეოთხედფინალიდან „ბარსელონას“ სამჯერ გამოთიშვა ადვილი არ ყოფილა - „ლეო მესის „ბარსელონა“ და ლამინ იამალის „ბარსელონა“.
14 წელია „ატლეტიკოს“ ვწვრთნი და ეს ჩვენი მეოთხე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. არაჩვეულებრივი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც ლამაზ, სწრაფ და ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს, რომლის წინააღმდეგაც თამაში და დაცვა რთულია. ჩვენივე შეცდომების გამო 0:2 ჩამოვრჩით და წაგების ნაცვლად, გუნდმა თამაში დაიწყო. გრიზმანი პირველი იყო, ვინც საუბარი დაიწყო. ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ და მეორე ტაიმში მათ ინტენსივობა შეანელეს“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალს“ ან ლისაბონის „სპორტინგს“ შეხვდება.







