სხვა

16:12 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "ძალიან გავბრაზდი და მისი მოკვლა მინდოდა, თუმცა დარბაზიდან გაიქცა"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა მებრძოლი მერაბ დვალიშვილი MMA junkie-თან იყო სტუმრად, სადაც მან ცხვირის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც ერთ-ერთი ვარჯის დროს გაიტეხა.

ქართველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამცავით ვარჯიშობს, ერთ-ერთმა სპარინგპარტნიორმა მას ცხვირში კიდევ ერთხელ მოარტყა.

"ახლა ყველაფერი კარგადაა, ოპერაციის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ასეთ შემთხვევაში მინიმუმ ერთი წელი ბრძოლას ვერ შევძლებ. გასულ შაბატს სახის დამცავით უკვე რამდენიმე სპარინგი ჩავატარე და ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ერთ-ერთმა მებრძოლმა ცხვირში ძლიერად მომარყა, სისხლი წამომივიდა, მგონი იმაზე მეტი ვიდრე ეს გატეხვის დროს მოხდა. ძალიან გავბრაზდი და ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, მისი მოკვლა მინდოდა, მაგრამ ჯერ დაიმალა, შემდეგ კი დარბაზიდან გაიქცა.

ყველაფრის მიუხედავად ვარჯიშს ვაგრძელებ და ჰენრისთან დაპირისპირებისთვის ვემზადები, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ს ეგიდით 19 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101015