„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა „ლივერპულთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„სეზონის ამ ეტაპზე ნორმალურია, რომ ასეთ მატჩებში იბრძოდე, მაგრამ ყოველთვის გუნდურად. ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს: დავიცვათ თავი, როცა დაცვა გვჭირდება და შევუტიოთ, როცა შეტევა გვჭირდება. კლუბში ორი წელია ვარ და ჩემი აქ გავლილი გზა უკვე წარმოუდგენელია.
ვფიქრობ, დიდი რამ ჯერ კიდევ წინ არის და „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე ნახევარფინალში გასვლა გრანდიოზულია. აქ იმიტომ მოვედი, რომ ვიცი, რას ნიშნავს პსჟ: ფეხბურთელები, გულშემატკივრები, ყველა. ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენი“, როგორც კლუბი, გააგრძელებს ზრდას“, - თქვა ნევეშმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ ან მადრიდის „რეალს“ შეხვდება.







