კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში (2:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კლუბი UEFA-ში სარჩელის შეტანას აპირებს.
"UEFA-ში კიდევ ერთ საჩივარს შევიტანთ, რადგან რაც გუშინ დაგვემართა, კიდევ ერთხელ არის დაუჯერებელი და სრულიად მიუღებელი. ბოლო პერიოდში მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვნად დააზიანა "ბარსელონას" ინტერესები და ეს არის ის, რასაც ვერ მოვითმენთ.
მსაჯის და VAR-ის გადაწყვეტილებებმა დიდი გავლენა მოახდინა. პირველ მატჩში აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს და გვიჩვენეს წითელი ბარათი. გუშინ ერიკ გარსიას გაძევება არასწორი იყო, კუნდე მზად იყო ბურთის მოსაგერიებლად, ეს არ იყო ბოლო მოთამაშე. ასევე არასწორი იყო ფერანის გოლის გაუქმება. ფერმინმა სახეზე დიდი ჭრილობა მიიღო და მეკარეს ყვითელი ბარათიც არ მისცეს. ვინც ამბობს, რომ „ბარსა“ მსაჯებისგან ასეთ მოპყრობას იმსახურებს, უსირცხვილოა.
მსურს მივულოცო "ატლეტიკოს" გასვლა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გუშინდელი მსაჯობა — როგორც მთავარი მსაჯის, ისე VAR-ის — იყო სირცხვილი, სირცხვილი", - განაცხადა ლაპორტამ.
ცნობისთვის, "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა 0:2 კატალონიურმა კლუბმა რუმინელი მსაჯის იშვტან კოვაჩის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რის გამოც UEFA-მ კოვაჩი ევროტურნირებს სეზონის ბოლომდე ჩამოაშორა.







