ფეხბურთი

20:09 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიამ "ატლეტიკოს" ფანებისთვის ნაჩვენები ჟესტისთვის ბოდიში მოიხადა

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა რაფინიამ ბოდიში მოიხადა ჟესტისთვის, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ფანებს უჩვენა.

მატჩის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა „ატლეტიკოს“ ფანებს ჟესტით უჩვენა, რომ მომდევნო ეტაპზე ისინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდებოდნენ. რაფინია აღნიშნავს, რომ ასეთი რამ მის ხასიათში არ ზის და ბოდიში მოიხადა.

„ბოდიშს გიხდით ჩემი ჟესტისთვის - ეს ისეთი რამაა, რაც ჩემს ღირებულებებსა და ხასიათს არ შეესაბამება. ეს დაძაბულ მომენტში მოხდა, როდესაც ვუპასუხე გულშემატკივრს, რომელიც გუშინ ღამით უპატივცემულოდ მექცეოდა“, - დაწერა რაფინიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „ატლეტიკო“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090891