საქართველოს 7-ქალა აპრილის ბოლოს მონაკოში გაემგზავრება, სადაც პირველ მაისს 1-დღიან მონაკოს საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.
ქალთა ტურნირში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თამაშები კი მონაკოს „პრინც ჟაკ ჰერედიტერის“ სტადიონზე გაიმართება. გიორგი მაისურაძის შეგირდები ივნისში გასამართ რაგბი ევროპის ალაფისთვის ემზადებიან და მონაკოში მოსამზადებელი თამაშები ექნება.
„ვეტერანი ბორჯღალოსნის, დავით ბოლღაშვილის დახმარებით, მონაკოს ტურნირზე მიწვევა მივიღეთ და ამ შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით. ამჟამად გუნდში 25 მოთამაშე გვყავს და მონაკოში 12 მათგანს წავიყვანთ. მაისის ბოლოს კიდევ ერთი მოსამზადებელი ტურნირი გვექნება და იქ თავის გამოჩენის შესაძლებლობა დანარჩენ გოგონებს ექნებათ. ამ ორი ტურნირის შედეგად შევარჩევთ იმ მორაგბეებს, რომლებიც უკვე ევროპის ჩემპიონატზე წავლენ“ - ამბობს მაისურაძე.
რა გუნდებთან მოუწევთ ჩვენს გოგონებს თამაში მოგვიანებით გაირკვევა.







