ფეხბურთი

22:10 | 15.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "ყველაფრით დელ პიეროზე უკეთესი ვიყავი, ბაჯოს და ტოტისაც ვჯობდი"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ხშირად გამოირჩევა სკანდალური და არაორდინალური განცხადებებით, ამჯერადაც ასე მოიქცა.

როგორც მან თქვა, ის რობერტო ბაჯოზე, ფრანჩესკო ტოტისა და ალესანდრო დელ პიეროზე ძლიერი ფეხბურთელი იყო.

„ბაჯო გენიალური იყო, ტოტი იტალიის ისტორიაში ათ საუკეთესოს შორისაა, დელ პიერო ფენომენალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩემი 100% რომ მეჩვენებინა, სამივეზე უკეთესი ვიქნებოდი.

რით ვიყავი ტოტიზე ძლიერი? მე უფრო გენიალური ვიყავი. ბაჯოზე? ფიზიკურად უფრო ძლიერი ვიყავი. დელ პიეროს კი ყველა ასპექტში ვჯობდი. მან ჩემზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ მე ჩემს პიკზე ვსაუბრობ. ღმერთისგან მოცემული ნიჭი რომ გამომეყენებინა, კონკურენტი არ მეყოლებოდა“, - თქვა კასანომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.144273