არდა გიულერმა მადრიდის „რეალის“ რეკორდი დაამყარა. მან „ბაიერნის“ კარში გოლი 35-ე წამზე გაიტანა, რაც „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი გოლია.
თურქმა ნახევარმცველმა მანუელ ნოიერის წარმოუდგენელი შეცდომა გამოიყენა და ცარიელ კარში გაიტანა.
არდამ შემდეგ დუბლიც შეასრულა, ისევ ნოიერის უხეში შეცდომის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად „რეალმა“ თამაში ისე დაიწყო, რომ ძირითად შემადგენლობაში ერთი ესპანელიც არაა.
რეკორდი დაამყარა კილიან მბაპემაც - ის პირველია, ვინც ამ ტურნირზე ერთ სეზონში სტუმრად 10 გოლი გაიტანა.







