ფეხბურთი

1:15 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა

ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

მიკელ არტეტას გუნდს ლისაბონის „სპორტინგთან“ ორ მატჩში ერთადერთი გოლი ეყო, რომელიც პირველ შეხვედრაში სტუმრად, ბოლო წუთზე გაიტანა, როცა გოლს არ იმსახურებდა თამაშიდან გამომდინარე.

„არსენალმა“ ლისაბონში 1:0 მოიგო და ლონდონში ეს უპირატესობა შეინარჩუნა. „ემირეითსზე“ ძალიან მოსაწყენი თამაში გამოდგა და ლოგიკურად უგოლოდ დასრულდა.

გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა ისევ არ მისცემია.

„არსენალი“ ნახევარფინალში „ატლეტიკოს“ 29 აპრილს ესტუმრება, ხოლო 5 მაისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16