საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „გალათასარაი“ დაამარცხა, ქართველი საუკეთესო იყო, ხოლო ესპანური გუნდი ნახევარფინალში გავიდა.
„ტენერიფემ“ თურქულ გუნდს აჯობა და ადვილად, 99:59 გაიმარჯვა. ოთხივე პერიოდში მასპინძლები უკეთესები იყვნენ.
შერმადინმა 19 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 14 მოხსნა და 3 პასი. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ზუსტად ისროლა. როცა ის მოედანზე იყო, „ტენერიფემ“ მეტოქეზე 38 ქულით მეტი ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 38 გამოდგა და მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფემ“ სერიაში 2:1 გაიმარჯვა და ნახევარფინალში „რიტასს“ შეხვდება, სერიის პირველი მატჩი 7 მაისს ვილნიუსში გაიმართება.







