მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეალთან“ გამარჯვების (4:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, განსაკუთრებული ისაა, თუ როგორ სტილში მოახერხეს თამაშის მოგება:
„ძალიან ბედნიერი ვარ, ვამაყობ გუნდით, ეს ყველასთვის დადებითი შედეგია. ახლა ფინალში გასვლა გვინდა. ვფიქრობ, ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ: თამაშში დავრჩით მაშინაც კი, როცა ჩამოვრჩით. ამ მატჩის მოგება და ის, თუ როგორ გავაკეთეთ ეს, განსაკუთრებულია ჩვენი გულშემატკივრებისთვის.
ნახევარფინალში იმ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელმაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და რომელიც კიდევ უფრო ძლიერად გამოიყურება. ეს კიდევ ერთი შესანიშნავი საფეხბურთო ღამე იქნება და ფინალში გასვლას ვეცდებით“, - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩები 28 აპრილსა და 6 მაისს გაიმართება.







