ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „სპორტინგთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს. ვიცი, რა ძალისხმევა გაიღეს. ამ შედეგის უკან უზარმაზარი შრომა იდგა და შევძელით ისეთი რამის მიღწევა, რაც ჩვენი კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა.
წინ ორი ჯადოსნური საღამო გველოდება, ერთი მადრიდში, მეორე აქ, ლონდონში. დღეს ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. თუმცა, ტიტულების მოსაგებად, მატჩის ყველა მომენტში უნდა შეძლო იმის გაკეთება, რაც საჭიროა“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩები 29 აპრილსა და 5 მაისს გაიმართება.







