ფეხბურთი

11:00 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ფეხბურთელები: "ეს ხუმრობაა, უმჯობესია მსაჯზე არ ვილაპარაკოთ"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები „ბაიერნთან“ მატჩში მთავარი მსაჯის, სლავკო ვინჩიჩის გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო დარჩნენ.

საქმე რა თქმა უნდა, ედუარდო კამავინგას გაძევებას ეხება, რამაც თამაშის მიმდინარეობა სრულად შეცვალა.

მატჩის შემდეგ ჯუდ ბელინგემმა მოკლედ თქვა: „ეს ხუმრობაა“. ანტონიო რიუდიგერის კომენტარი ასეთი იყო: „უმჯობესია მსაჯზე არ ვილაპარაკო. ნახეთ წითელი ბარათი?“

მთავარ მწვრთნელ, ალვარო არბელოასაც არ დაუმალავს ბრაზი. მან სულაც აღნიშნა, რომ მსაჯს არ ახსოვდა, რომ კამავინგას მეორედ აფრთხილებდა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ბაიერნთან“ მიუნხენში 3:4, ხოლო ორი მატჩის ჯამში 4:6 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165386