ფეხბურთი

15:22 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, სან მარინოში გამართულ შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, დასკვნითი მატჩი უელსის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ფრედ - 2:2 დასრულდა. 7 ქულით, B ლიგის ჯგუფში, ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე, საბა ავდოევმა შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმის 72-ე წუთზე გიორგი ჯამარაულმა გაიტანა, რომელმაც ტურნირზე თავი მეორედ გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, სტუმართა შემტევმა - ლეო პაპირნიკმა დააფიქსირა - 2:2.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და სან მარინოში მიღწეული დადებითი შედეგი სწორედ ამ შესარჩევი ციკლის წილისყრის პროცესზე მოახდენს გავლენას.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095971