როგორც მოსალოდნელი იყო, უგო ეკიტიკეს ტრავმა სერიოზულია. „ლივერპულმა“ დაადასტურა, რომ ფრანგ ფორვარდს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი.
ეკიტიკემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში მიიღო და სეზონი დაასრულა. ის ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რადგან უქმობა დაახლოებით 7-9 თვის განმავლობაში მოუწევს.
უგო ეკიტიკემ მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 17 გოლი გაიტანა.





