ფეხბურთი

16:23 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება

საბა საზონოვი ზაფხულში „ტორინოს“ დატოვებს. ქართველ მცველს 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება და კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

შესაბამისად, ახალ კლუბს ის თავისუფლად მოძებნის და უფასოდ შეუერთდა. ნიკოლო სკირას ცნობით, საბას და „ტორინოს“ გზები სულ მალე გაიყოფა.

საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ იყო. გასულ სეზონში ის „ტორინომ“ „ემპოლიში“ გაანათხოვრა, სადაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო, მთელი სეზონი გამოტოვა ისე, რომ „ემპოლის“ მაისურით ერთხელაც ვერ ითამაშა. გასულ ზაფხულს, საბა ახლოს იყო „ხეტაფეში“ გადასვლასთან, მაგრამ ეს გარიგებაც ჩაიშალა.

ამრიგად, უკვე ორი სეზონია, რაც საბა საზონოვს ფეხბურთი არ უთამაშია, თუ არ ჩავთვლით გასულ ზაფხულს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ევროპის ჩემპიონატს, სადაც გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17095