ფეხბურთი

17:35 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსისა" და "არსენალის" ყოფილი მეკარე ავარიაში დაიღუპა

ავსტრიის ნაკრების, „არსენალისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ალექსანდერ მანინგერი დაიღუპა.

48 წლის მანინგერი ზალცბურგში სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაიცვალა. მის მანქანას მატარებელი დაეჯახა.

მანინგერი იყო პირველი ავსტრიელი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშა, როდესაც 1997 წელს „არსენალს“ შეუერთდა, სადაც 2001 წლამდე 64 თამაში ჩაატარა. შემდეგ მისი კარიერა იტალიაში გაგრძელდა, სადაც „ფიორენტინას“, „ტორინოს“, "ბოლონიას", "ბრეშას", „სიენას“ და „იუვენტუსის“ კარს იცავდა.

„იუვეში“ მანინგერი ჯანლუიჯი ბუფონის სათადარიგო შემცვლელი იყო და 2008-2012 წლებში 40 შეხვედრაში დაიცვა ტურინული გრანდის კარი. შემდეგ „აუგსბურგში“ გადავიდა, კარიერა კი 2017 წელს „ლივერპულში“ დაასრულა. მას ასევე უთამაშია "გრაცერში", "ზალცბურგსა" და "ესპანიოლში".

ავსტრიის ნაკრებში მანინგერმა 1999-2009 წლებში 33 მატჩი ჩაატარა. მან თითოჯერ მოიგო ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატები, ასევე, ინგლისის ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი (ორჯერ).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161752