ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტის“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ინფორმაცია, რომელიც მედიაში ვრცელდებოდა, ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
31 წლის პორტუგალიელი კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება, აღარ გაახანგრძლივებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად, ახალ გუნდს უფასოდ შეუერთდება.
ბერნარდო სილვამ კარიერა „ბენფიკაში“ დაიწყო, სახელი „მონაკოში“ გაითქვა, ხოლო 2017 წლიდან „სიტიში“ ჩატარებულ 451 მატჩში 76 გოლი გაიტანა და 77 საგოლე პასი გააკეთა. მან ინგლისურ კლუბში 19 ტიტული მოიგო - ექვსჯერ პრემიერლიგა, ორჯერ ასოციაციის თასი, ხუთჯერ ლიგის თასი, სამჯერ ინგლისის სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი.
ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს ბერნარდო კარიერას, თუმცა, მსურველების ნაკლებობა ნამდვილად არ აქვს.





